ვაშაყმაძე სერგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაყმაძე სერგო ესტატეს ძე [3 (16). III. 1901, სოფ. სალხინო, (ჯვარისწერი), ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 16. III. 1995, თბილისი], პედაგოგი, მათემატიკოსი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1961). მათემატიკაში მოსწავლეთა შორის პირველი ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1933, თბილ. #26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლა) სსრკ-ში. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1931). 1924–27 მუშაობდა სოხუმის 9-წლიან ქართ. სკოლაში მათ. მასწავლებლად, ხოლო 1931–80 – თბილ. სხვადასხვა სკოლაში. მისი მრავალი მოსწავლე გახდა ცნობილი მეცნიერი. ვ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: ჩემი გამოცდილებიდან, თბ., 1985; У истоков олимпиадного движения, «Квант», 1979, №11.