ვაშაყმაძე ჯულიეტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯ. ვაშაყმაძე.png


ვაშაყმაძე ჯულიეტა დანიელის ასული (დ. 14. VIII. 1933, თბილისი), ტელეჟურნალისტი. საქართვ. დამს. არტისტი (1967), ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1991). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი არქიტ. სპეციალობით (1958), აგრეთვე, თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1960). ორი სეზონის განმავლობაში (1961–62) იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. ვ. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში – “მზე ჭიქაში”. 1958-იდან ვ. ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში – კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, საინფორმაციო-პოლიტ., ლიტ., სამეცნ., საბავშვო, თეატრ. თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი (“რედაქციაში წერილი მოვიდა”, “ცარიელ დარბაზში”, “სპექტაკლის შემდეგ”, ”სტუდია-5”, “ჩვენი მისამართია”). ვ-ს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).