ვაშაძე როსტისლავ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაძე როსტისლავ სერგოს ძე [5 (18). VIII. 1914, თბილისი, – 15. II. 1994, იქვე], გრაფიკოსი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1969). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1939). ამავე წლიდან მხატვრად მუშაობდა თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკადემიურ, შემდეგ კი თელავის დრამ. თეატრებში. 1945-იდან იყო თბილ. კინოსტუდია “ქართული ფილმის” კომბინირებულ გადაღებათა მხატვარი. მისი მონაწილეობით შეიქმნა მრავალი ფილმი: მ.შ. “დავით გურამიშვილი” (1946), “აკაკის აკვანი” (1947), “ქეთო და კოტე” (1948), “ბაში-აჩუკი” (1956), “მამლუქი” (1958), “მაია წყნეთელი” (1959), “ჯარისკაცის მამა” (1964), “სინემა” (1977), “ყვარყვარე თუთაბერი” (1978), “ჯადოსნური ღამე” (1983), “საფეხური” (1986) და სხვ. შექმნა ა. ანტონოვსკაიას რომან “დიდი მოურავის” ილუსტრაციები. ა. გვენცაძე.