ვაშინგტონია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშინგტონია.png


ვაშინგტონია (Washingtonia), მარაოფოთლებიანი პალმების გვარი. გვარში 2 სახეობაა – ძაფისებრი ვ. (W. filifera) და მძლავრი ვ. (W. robusta). ბუნებრივად იზრდება აშშ-სა (სამხრ.-აღმ. კალიფორნია, დას. არიზონა, კოლორადო) და ჩრდ.-დას. მექსიკაში მდინარეებისა და ნაკადულების ქვიან კალაპოტში, კანიონებსა და ხევებში; ქმნის კორომს. ორივე სახეო-ბა დეკორ. მცენარედ კულტივირებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებში. საქართვ. ზღვისპირა ზონის (გულრიფში, სოხუმი) ძაფისებრი ვ-ის სიმაღლე 30 არის. ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას 10–15 წლისა იწყებს. გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, კარგად იზრდება კირიან ნიადაგზე. უძლებს –10ºჩ ყინვას (ცალკეული ეგზემპლარები – ამაზე დაბალსაც), უფრო მკაცრი ზამთარი კი აზიანებს. მძლავრი ვ. ძაფისებრზე მაღალი და წვრილია, აქვს უფრო კომპაქტური ვარჯი და ნაკლებ ყინვაგამძლეა.