ვაშლანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლანა ჩიტაკომშა.png


ვაშლანა, ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა (Cotoneaster), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. 1–3 -მდე სიმაღლის ბუჩქი. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები და მტევნისებრ ან ფარისებრ ყვავილედებად შეკრებილი პატარა თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები. გვარში 100-მდე სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობაა. მათგან აღმ. საქართველოში უფრო მეტად გავრცელებულია ჩიტაკომშა (C. racemiflora). იგი 1 -მდე სიმაღლისაა. მისი ნორჩი ტოტები ქეჩისებურადაა შებუსული, დანარჩენი კი შიშველია (ყავისფერი ან ალუბლისფერი). ნაყოფი წითელია. იზრდება ბუჩქნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. ნაყოფი შეიცავს ჩ ვიტამინს. თითქმის იმავე ადგილებში იზრდება მრავალყვავილა ვ. (C. multiflora). ჩვეულებრივი ვ. (C. integerrima) მთელ საქართველოშია გავრცელებული, შავი ვ. (C. melanocarpa) კი – მარტო ქართლსა და გარე კახეთში (ქვიან ფერდობებზე მთის შუა, ზოგჯერ ალპ. სარტყელში). მისი ნაყოფი და ფოთლები მდიდარია C ვიტა-მინით. ვ. გვალვაგამძლეა, იყენებენ მშრალი, ხრიოკი ფერდობების გასამაგრებლად.