ვაშლოვანი, სოფელი თეთრი წყარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლოვანი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 820 , თეთრი წყაროდან 35 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 812 მცხ. (2002). ვ. წყაროებში იხსენიება XVI ს-იდან. სოფელში შემონახულია ორბელიანების სასახლის ნანგრევი და საცხოვრ. კოშკი. წარწერის თანახმად, აუშენებია რუს. ჯარის გენერალს, თ. ორბელიანს 1811 (მშენებელი გიორგი ოსტატი). სოფლის აღმ. ნაწილში, ხევის პირას, დგას თლილი ქვით შემოსილი წინანაურის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. იგი XI–XII სს-ში უნდა იყოს აგებული და გვიანდ. ფეოდ. ხანაში შეკეთებული. სოფლის ჩრდ.-დას. ნაწილში XVII–XVIII სს. ღვთისმშობლის ეკლესიაა. მის მახლობლად, სამხრ-ით, წმინდა მარინეს შუა საუკ. პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.