ვაშნარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშნარი, უჯერანი, VI ს. II ნახ. მონასტერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედუბნის მიდამოებში. არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობათა (შესაძლებელია მონასტრის გალავანი), ბაზილიკისა და მარტირიუმის (მოწამის საფლავზე აგებული ქრისტ. საკულტო შენობა) ნაშთები. ბაზილიკას 3-ის მხრიდან გარსშემოსავლელი ჰქონდა. როგორც ჩანს, გადახურული იყო ოთხფერდა სახურავით. მარტირიუმი იზოლირებული ნაგებობაა. თ. თვალავაძე.