ვაჩე, კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩე, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827–839, გარდაბნელ მთავართა – დონაურების საგვარეულოდან. ვ. უნდა იყოს “მატიანე ქართლისაQში” მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის შვილი). 827, კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, გარდაბნიდან გამოსულმა დონაურთა საგვარეულოს მთავრებმა შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის პოლიტ. ძალაუფლება და ვ. დონაური გაამთავრეს. ქორეპისკოპოს ვ. დონაურის დროს კახეთში აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ. არაბი მწერლის იაკუბის ცნობით, დაახლ. 829–832 არაბებმა გამდგარი თბილ. საამიროსა და ამბოხებული წანარების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოგზავნეს სარდალ ხალიდ იბნ იაზიდის სარდლობით, რ-მაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო. წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982. თ. პაპუაშვილი.