ვაჩიბერიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩიბერიძე გენო დავითის ძე (დ. 15. III. 1931, ქუთაისი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2007). 1954 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1955–58 მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. გამოყენებითი გეოფიზიკის ინ-ტში (მოსკოვი). 1959–75 საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინ-ტში იყო ლაბორატორიის გამგე, 1976–91 – სსრკ თავდაცვის მრეწვ. სამინისტროს ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (მოსკოვი) თბილისის ფილიალის დირექტორი. 1991–2005 ავტომატიკისა და გამ-ოთვლითი ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორია, 2004-იდან – საქართვ. ტექ. უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის პროფესორი. მონაწილეობდა საქართველოში პირველი ციფრული (იმპულსური) ეგმ “დელისის” შექმნაში. 1975–89 იყო სარაკეტო და სამხ. დანიშნულების სხვა სისტემების ციფრული მართვის მოწყობილობათა კომპლექსების დაპროე-ქტებისა და შექმნის ხელმძღვანელი (მთ. კონსტრუქტორი). ვ-ის სამეცნ. შრომები ეხება ციფრული სისტემების სიზუსტისა და სწრაფქმედების, მდგრადობისა და საიმედოობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, 7 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო; აქვს 8 პატენტი გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: მოდელირების საფუძვლები, თბ., 2009; კომპიუტერების არქიტექტურის საფუძვლები, თბ., 2010.