ვაჩნაძე ბარძიმ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩნაძე ბარძიმ, XVII ს. I ნახ. პოეტი, “შაჰნამეს” ქართ. ვერსიების ერთ-ერთი ციკლის, “უთრუთიან-საამიანის” გამლექსავი. ვ. ზუსტად მისდევს ქართ. პროზაულ ტექსტს, მისი ლექსი საკმაოდ გამართულია, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა.. ვ-ის თხზულება დაიწერა ოდიშში, ლევან დადიანის კარზე. ტექსტს აკლია დასაწყისი და დასასრული. თხზ. იხ. შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები, იუსტ. აბულაძის გამოც., ტფ., 1916 (ძველი ქართული მწერლობა, ტ. 1); [ტ.] 3, დ. კობიძის გამოც., თბ., 1974. ლიტ.: ბარამიძე ა., როსტომიანი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958. ა. გვახარია.