ვაჩნაძე ეკატერინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე. ვაჩნაძე.png

ვაჩნაძე ეკატერინე გიორგის ასული (10. X. 1920, სოფ. ნანიანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 20.II.2012, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1943 დაამ-თავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (პედაგოგი გ. ტოვსტონოგოვი) და ამავე წელს ჩაირიცხა თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის დასში. განასახიერა 50-მდე სხვადასხვა სახის როლი: კაროჟნა (“შემოდგომის აზნაურები”, დ. კლდიაშვილის მიხედვით), სონა (გ. წერეთლის “პირველი ნაბიჯი”), ლირსა (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), ვარა (ო. მამფორიას “მეტეხის ჩრდილში”), მაკინე (მ. ელიოზიშვილის “ბებერი მეზურნეები”), ვარვარა კარპოვნა და კოკონა (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია” და “ამბავი სიყვარულისა”), სონა (გ. ნახუცრიშვილის “ფიროსმანი”), თამარი (გ. ქელბაქიანის “ახალგაზრდა მასწავლებელი”), ფეფელა (გ. სუნდუკიანის “პეპო”), მაიკო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი”), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი”), ტასო (ვ. როზოვის “ხალისიანი მეგობრები”), ლიზა (ე. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”), მარიამი (ი. ფუჩიკის “ადამიანებო, იყავით ფხიზლად”) და სხვ. შესანიშნავად ასრულებდა სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, აქტიორული ინდივიდუალობით, პროფ. ოსტატობით. გამოდი-ოდა ესტრადაზეც. მ. გოგოლაშვილი.

ე. ვაჩნაძე შემოდგომის აზნაურები.png