ვაჩნაძე ვალენტინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩნაძე ვალენტინა იურის ასული (დ. 6. X. 1931, ბაქო), ფარმაკოქიმიკოსი. ფარმაციის მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1992). 1955 დაამთავრა ლენინგრადის ფარმაკოქიმიის ინ-ტი. 1956–58 იყო თბილ. ფარმაკოქიმიის ქარხნის ინჟინერი, 1958–78 – ფარმაკოქიმიის ინ-ტის უმცრ., შემდეგ – უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1972–80 – სწავლული მდივანი, 1980-იდან – ალკალოიდების განყ-ბის ხელმძღვანელი. ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართვ. მოზარდი და ინტროდუცირებული მცენარეების ქიმ. შესწავლა ფიზიოლოგიურად აქტ. ალკალოიდების შემცველობაზე და მათ საფუძველზე სამკურნ. პრეპარატების შემუშავება თანამედროვე ფიტოტექნოლოგიების გამოყენებით. ვ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მ. შ. 1 მონოგრაფიისა (“Vinka-ს ალკალოიდების ბიოგენეზის და მცენარეში მათი წარმოქმნის ზოგიერთი საკითხები”, თბ., 1977). მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა და ორი პატენტი.