ვაჩნაძე ვახტანგ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ.დ. ვაჩნაძე.png


ვაჩნაძე ვახტანგ დიმიტრის ძე (დ. 20. VI. 1929, ქ. ბობრუისკი, ბელორუსია), ინჟინერ-მექანიკოსი, კ. ციოლკოვსკის სახ. კოსმონავტიკის აკად. ნამდვ. წევრი (1998). საშ. განათლება მიიღო თბილისში. 1953 დაამთავრა ს. ორჯონიკიძის სახ. მოსკ. საავიაციო ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ქ. კალინინგრადის (მოსკ. ოლქი, ამჟამად ქ. კოროლიოვი) სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964–66 ვ. იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966–74 – ექსპერ. მანქანათმშენებლობის ქარხნის მთ. ინჟინერი; 1974 დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთ. სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად, 1977–91 იყო სამეცნ. საწარმოო გაერთიანე-ბა ,,ენერგიის” გენ. დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმ. ხომალდები ,,სოიუზი” და ,,პროგრესი”, ორბიტული სადგური ,,სალუტი” და ორბიტული კომპლექსი ,,მირი”. ვ-ს დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხ., ასევე სამეცნ. კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ვ. ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექ. ცენტრის ,,კოსმოსის” გენ. დირექტორია და პარალელურად ეწევა პედ. მოღვაწეობას მოსკ. საავიაციო ინ-ტში. ამჟამად ამავე ცენტრის საპატიო კონსულტანტია. არის ლენინური (1960) და სსრკ სახელმწ. (1989) პრემიების ლაურეატი. რაკეტულ-კოსმ. პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობისათვის მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები და ორდენები. არის ქ. კოროლიოვის საპატიო მოქალაქე (2005). ლ. დოლიძე.