ვაჩნაძე სიმონ (სიკო)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩნაძე სიმონ (სიკო) გიორგის ძე (9. X. 1908, თბილისი, – 23. V. 1974, იქვე), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1923-იდან. 1928 დაამთავრა ლენინგრადის მასობრივ სანახაობათა და ზეიმთა სტუდია. იმავე წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილ. კინოსტუდიასა (1928–29) და სატირის თეატრში (1929–30). რე-ჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა 1930-იდან. სხვადასხვა დროს დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათუმის, ფოთის, თბილ. (კ. მარჯანიშვილის სახ.) თეატრებში; სამხატვრო ხელმძღვანელად, მთ. რეჟისორად და დირექტორად – ბაქოს ქართულ, გორის გ. ერისთავის სახ., ხაშურისა და ცხინვალის თეატრებში. 1967-იდან იყო ქუთ. თოჯინების სახელმწ. თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1969-იდან – მთ. რეჟისორი. მნიშვნელოვანი დადგმები: დრამ. თეატრებში – კ. კალაძის “ხატიჯე”, პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”, შ. დადიანის “გუშინ-დელნი”, ა. ცაგარლის “ხანუმა”, ა. ყაზბეგის “არსენა”, გ. ნახუცრიშვილის “შაითან ხიხო”, მ. გორკის “ვასა ჟელეზნოვა” და სხვ.; ქუთ. თოჯინების თეატრში – ჯ. ნიქაბაძის “ცანგალა”, ქ. ხაფავას “ვაჟიკა”, კ. გოგიაშვილის “ბაქია”, რ. ბეროძის “ღიმილა და ფინფინა” და სხვ.