ვაციკფარსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაციკფარსი, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდინარეების თერგისა და სბის (დიდი ლიახვის მარჯვ. შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 3573 . აგებულია ზედაიურული მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მეოთხეულ პერიოდში ვ-იდან მყინვარები ყველა მიმართულებით ეშვებოდა. მთის დას. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.