ვაციწვერიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაციწვერიანი, მცენარეთა დაჯგუფება, რომელსაც ქმნის ვაციწვერა. გავრცელებულია საქართველოს აღმ. რაიონების ბარსა და სამხრ. მთიანეთში, ზეგნებზე (ჯავახეთი, თრიალეთი, ზურ-ტაკეტი). აქ ვ-ები ან ტიპურ ველებს ქმნიან, ან მათი კომპონენტებია. ბარში აღსანიშნავია გარეჯის ვ. ველები, რ-ებიც შეთავსებულია უროიან ველებთან. აქ ვაციწვერასთან ყოველთვის ხარობს ურო, წივანა და სხვ. ვ-ის უფრო ქსეროფილურ ვარიანტებს ქმნის პონტოური ვაციწვერა (Stipa pontica) და ლესინგის ვაციწვერა (Stipa lessingiana); ხშირია წურწუმას (Stipa ca pillata) დაჯგუფებებიც, რ-ებიც ჩრდ. კავკასიაში ზამთრის საძოვრების ქვიშნარ ნიადაგზე იზრდება. მთის ველებიდან სამხრ. მთიანეთის ზეგნებზე (ზ. დ. 1800 – 2100 -მდე) გვხვდება ვაციწვერიან-წივანიანი, ხოლო უფრო მაღლა (2500 -მდე) – წვრილფოთოლა ვაციწვერას (Stipa tirsa) ვ-ები. შ. ნახუცრიშვილი.