ვაწაძე იოსებ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი. ვაწაძე.png


ვაწაძე იოსებ სპირიდონის ძე [4(16). IX. 1885, თბილისი, – 16. I. 1948, იქვე], მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. პროფესორი (1936). 1906 დაამთავრა ბრაუნშვაიგის (გერმა-ნია) უმაღლესი ტექ. სასწავლებელი და მიიღო ინჟინერ-მანქანათმშენებლის წოდება. 1909–12 მუშაობდა გერმანიაში მანქანათმშენებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1912 დაბრუნდა საქართველოში. 1912–18 იყო თბილ. წყალსადენის სახელოსნოების გამგე, ავჭალის სატუმბო სადგურის უფროსი, ხოლო 1918–24 – თბილ. ტრამვაის პარკის მთ. ინჟინერი. ვ-მ შეისწავლა დას. საქართველოს წყლის რესურსები, მისი ინიციატივით დაიწყო რიონჰესის მშენებლობა. საქართველოში მშენებლობების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობდა მისი კონსულ-ტაციითა და უშუალო მონაწილეობით. მ. შ. აღსანიშნავია: რიონჰესი; ზესტაფონის ფეროშენადნობთა, კასპის ცემენტის, გორის საკონსერვო და სხვა ქარხნები; თბილ. მაუდის ფ-კა; თბილ. თბოელექტროცენტრალი; სამი მსხვილი აბრეშუმსახვევი ფ-კა ქუთაისში, ხონსა და ოზურგეთში; ნატახტრის წყალსადენის ქსელი თბილისში; ფოთის წყალსადენი და სხვა. იყო თბილ. უნ-ტის პოლიტექ. ფაკ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1922) და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე, კითხულობდა ლექციებს საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში, აქვე ხელმძღვანელობდა გამოყენებითი მექან. და მანქანათა ნაწილების კათედრას. ლექციებს კითხულობდა, აგრეთვე, ამიერკავკ. სატყეო ინ-ტში (1930). 1936-იდან ამავე ინ-ტში იყო მექანიზაციის ფაკ-ტის დეკანი. 1938-იდან მოღვაწეობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში. კ. ნუცუბიძე.