ვაწაძე ნუგზარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაწაძე ნუგზარ მიხეილის ძე (დ. 10. VI. 1937, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). 1961 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონ-სერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1959-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას (1970-იდან – თბილ. III სამუსიკო სასწავლებელში). 1996–2009 საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი იყო. ვ-ს ეკუთვნის ოპერეტა “ბერიკონი” (1984), 2 საფორტეპიანო კონცერტი (1956, 1961), სიმებიანი კვარტეტი (1960; პრემირებულია ახალგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედების საკავშ. დათვალიერებაზე მოსკოვში, 1962), საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისათვის. შექმნილი აქვს მუსიკა მრავალი მხატვრული კინოფილმისათვის: “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, 1962 (ა. კერესელიძესთან ერთად), “პიერი, მილიციის თანამშრომელი”, 1965; “ცისკრის ზარები”, 1967; “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969; “მაცივარში ვიღაც იჯდა”, 1983 და სხვ.). მუსიკალურად გააფორმა არაერთი ანიმაციური ფილმი: მ. შ. “ნარცისი” (1964), “ო, მოდა, მოდა” (1968), “ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ” (1977), “ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე” (1980) და სხვ.