ვაწაძე სერაპიონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს.ნ. ვაწაძე.png


ვაწაძე სერაპიონ ნესტორის ძე [19 (31). III. 1899, თბილისი, – 18. V. 1967, იქვე], სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946). 1925 დაამ-თავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები – გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე). 1920-იდან მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები საქართვ. თეატრებსა და დრამ. წრეებში. 1926–27 იყო ქუთაისის სახელმწ. დრამ. თეატრის მთ. მხატვარი. 1929-იდან მუშაობდა საქართვ. “სახკინმრეწვში” მხატვრად, ხოლო 1939–65 – მთ. მხატვრად. არის მრავალი საინტერესო ქართ. მხატვრული ფილმის დამდგმელი მხატვარი (“ზვავთა მხარეში”, 1931; “უკანასკნელი ჯვაროსნები”, 1933; “ჭირვეული მეზობლები”, 1945; “ქართული ბალეტის ოსტატები”, 1955; “ჩრდილი გზაზე”, 1956; “ფატიმა”, 1958; “მამლუქი”, 1958; “ოტელო”, 1960; “კეთილი ადამიანები”, 1961; “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”, 1965 და სხვ.). შექმნა მრავალი ფერწერული ტილო (პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები). 1975 თბილისში მოეწყო ვ-ის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა. ა. გვენცაძე.