ვაწაძე სპირიდონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაწაძე სპირიდონ იოსების ძე (24. X. 1857, სოფ. ღვარდია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 1923, თბილისი), ექიმი-ინფექციონისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1891). სამედ. სამსახურის გენ.-მ. (1898). 1883 დაამთავრა პეტერბურგის სამხ.-სამედ. აკადემია. 1883–91 იყო თბილ. ნიჟნეგოროდსკის პოლკის ჰოსპიტლის ექიმ-ორდინატორი, ხოლო 1891-იდან – მთავარი ექიმი. 1891 დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ჯანმრთელი და ავადმყოფი კუჭის ფუნქციაზე და შარდის მჟავობაზე ტუტე-მარილიანი მინერალური წყლების (ესენდუკი #17 და ბორჯო-მის წყალი) გავლენის შესახებ”. მისი ერთ-ერთი ოპონენტთაგანი იყო ი. პ. პავლოვი, რ-მაც დადებითი შეფასება მისცა დისერტაციას. ვ-მ პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნ. თვისებები. მისი თაოსნობით ავლაბარში (“ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი. 1904 ვ-მ თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია. ვ-ის უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე (1908), რასაც მოჰყვა 1911 თბილ. სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. ლ. დოლიძე.