ვაჭევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჭევი, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი). ზ. დ. 840 , ჭიათურიდან 19 კმ. 679 მცხ. (2002). ვ-ის მიდამოებშია ვარსინის (ვაჭევის) მღვიმე და ხერგულისკლდის (გულგულისკლდის) მღვიმე. სოფელი წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. I ნახ. ერთ სიგელში, როგორც ნასოფლარი. XVII–XVIII სს-ში კაცხის მონასტრის საკუთრებაა. თ. ბერაძე.