ვახანია ევგრაფ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახანია ევგრაფ ყარამანის ძე (20. V. 1911, სოფ. ხაბუმე, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 24. I. 2003, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1993), საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). II მსოფლიო ომის მონაწილე. ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტის დამთავრების (1932) შემდეგ მუშაობდა გეოლ. სამმართველოში (გეოლ. პარტიის უფროსი), 1933–40 და 1945–79 – ტრესტ “საქნავთობში” (გეოლ. პარტიის უფროსი, გეოლ.-საძიებო კანტორის მთ. გეოლოგი, 1959–79 – ტრესტის მთ. გეოლოგი). 1979–81 იყო ნავთობის მრეწვ. ჩრდ. კავკასიის სახელმწ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის საქართვ. ფილიალის დირექტორის მოადგილე, 1981-იდან – ტრესტ “საქნავთობგეოფიზიკის” თემატიკური პარტიის უფროსი. ვ. იყო საქართვ. ნავთობიანი რეგიონების ცნობილი მკვლევარი. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართვ. მეზო-კაინოზოური ნალექების ნავთობ-აირიანობის შესწავლის მეცნ. სა-ფუძვლების დადგენაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ამ თვალსაზრისით საინტერესო ნალექების სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პერსპექტიულობის, ძიების მეთოდური და სხვა საკითხების კვლევაში. ვ. იყო საქართვ. გეოლ. საზ-ბის საპატიო წევრი (1991). მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: О возрасте Колхидской серии, «Сообщения АН ГССР», 1957, т. 18, №3; Тектоника и нефтегазоносность Колхидской низменности и смежных районов Грузии, М., 1967. ვ. ზესაშვილი.