ვახანის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახანის ქედი, მესხეთის ქედის ჩრდილო განშტოება, მდინარეების ვახანისწყლისა და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება 1815 სიმაღლის მთას-თან, მიემართება ჩრდ-ით და თანდათან დაბლდება (მთა ზვენიდაურა – 1164 , ნაჩიხურა – 1008 ). აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. კალთები ძლიერ დახრილია. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზოგან წიწვოვნებიცაა. თხემზე აქა-იქ მდელოებია. დ. უკლება.