ვახვახიშვილი თამარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ.ნ. ვახვახიშვილი.png


ვახვახიშვილი თამარ ნიკოლოზის ასული (4. I. 1894, ვარშავა, – 31. X. 1976, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1940). სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში (ნ. ნიკოლაევის საფორტეპიანო და ტ. გარტმანის საკომპოზიციო კლასები). 1927 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (პ. ვიდალის საკომპოზიციო კლასი). 1926–33 თანამშრომლობდა კ. მარ-ჯანიშვილთან (1929-მდე – ქუთაისის დრამ. თეატრში, 1929–33 იყო თბილ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგე). 1933–71 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. მუშაობდა ძირითადად ბალეტისა და პანტომიმის ჟანრში. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა ვ-ის ერთაქტიანი ბალეტები (ჟანრის პირველი ნიმუშები ქართ. მუსიკაში) – “ბახუსის დღესასწაული” (1919), “სიყვარულის ბანგი” (1920), “სპარტაკი” (1937, ქართ. ბალეტის შექმნის პირველი ცდები); პანტომიმები – “ირანული პანტომიმა” (1914), “მზეთამზე” (1929), “ხანძარი” (1930, დაიდგა მოსკოვში, ხარკოვსა და ქუთაისში); ვ-ს ეკუთვნის მუს. კომედია “დონ ჰილი – მწვანე შარვალი” და სხვ., აგრეთვე კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრის თანხლებით (3 ნაწილად), კანტატა, რომანსები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისათვის (“ცხვრის წყარო”, “ურიელ აკოსტა” – კ. მარჯა-ნიშვილის სახ. თეატრში; “ვერაგობა და სიყვარული” – მოსკ. მცირე თეატრში და სხვ.). ავტორია წიგნისა “თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან” (1976, რუს. ენაზე). გ. ტორაძე.