ვახვახიშვილი თორნიკე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახვახიშვილი თორნიკე (აგაფონ) გარსევანის ძე (5. X. 1837, სოფ. კურდღელაური, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 8. I. 1909, ვარშავა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1892). სამხ. სამსახური დაიწყო გალიციის ეგერთა პოლკში, შემდეგ მსახურობდა ჟიტომირის ქვეით პოლკში. 1860-იდან მეთაურობდა სოკოლსკოეს ცხენოსანთა-საბადრაგო რაზმს. ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1863–64 პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში, შემდეგ – რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1892 თა-დარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია ვარშავაში. მ. გოგიტიძე.