ვახტანგური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვახტანგური”, ქართული (გურული) ხალხური სუფრული სიმღერა. გადმოცემით, იგი თავად ვახტანგ გურიელის პატივსაცემად შეუქმნიათ და სახელწოდებაც აქედან უნდა მომდინარეობდეს. სიტყვიერი ტექსტი მთლიანად სამღერისებზეა აგებული. ასრულებს ტრიო სამხმიან გადაძახილთან ერთად. “ვ-ის” ვარიანტები გვხვდება სამეგრელოსა და იმერეთშიც. ლიტ.: ერქომაიშვილი ა. (შემდგ.), ქართული ხალხური მუსიკა. გურია. არტემ ერქომაიშვილის სანოტო კრებული, თბ., 2005. ნ. კალანდაძე.