ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი), იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი), იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილი, აქტიურად მონაწილეობდა 1819–20 იმერეთის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ახალციხის საფაშოში გაიქცა. 1835 ვ. ბ. კონსტანტინოპოლში იყო, იქიდან თავის ძმასთან – ტარიელთან ერთად პარიზში წავიდა, ურთიერთობა ჰქონდა მ. ბროსესთან. წყარო და ლიტ.: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; Махарадзе Н. Б., Восстание в Имеретии 1819–1820, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3. ო. სოსელია.