ვახტანგ გორგასლის ორდენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.png ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.png ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.png


ვახტანგ გორგასლის ორდენი, სამხედრო ორდენი. დააწესა საქართვ. პარლამენტმა 1992 წ. 24 დეკემბერს. აჯილდოებენ საქართვ. სამხ. მოსამსახურეებს, რ-ებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხ. ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვ. გ. ო-ით აჯილდოებენ აგრეთვე სპორტსმენებსა და კულტ. მოღვაწეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ვ. გ. ო. სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით აჯილდოებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი სა-ბრძოლო მომზადებისათვის, II ხარისხის ორდენით – სამხ. ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის, I ხარისხის ორდენით – ერისა და სამ-შობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისა და თავგანწირვისათვის. ვ. გ. ო-ის ავტორები: გ. ავსაჯანიშვილი, ე. ბურჯანაძე. იხ. აგრეთვე სტ. ორდენები საქართველოსი. ლიტ.: ჯავახიშვილი ნ., ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995. ნ. ჯავახიშვილი.