ვახტანგ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ გორგასალი.png


ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე V ს. II ნახევარში. ზედწოდება მიიღო მუზარადზე გამოსახული მგლის გამო: სპარსულად “გორგასარ” მგლისთავას ნიშნავს. მის შესახებ ცნობები დაცულია ქართ. (“მოქცევაQ ქართლისაQ”, ჯუანშერი, ბერი არსენი) და სომხ. (ლაზარ ფარპეცი, V ს.) ისტ. თხზულებებსა და დოკუმენტურ მასალებში. ჯუანშერის თხზულება “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, რ-იც შესულია “ქართლის ცხოვრებაში”, სპეციალურად ვ. I-ის მოღვაწეობისადმია მიძღვნილი. იგი სადევგმირო რომანის ელემენტებითაა გადატვირთული, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, თვით ვახტანგის დროინდელ წყაროზეა დამყარებული და მთელ რიგ ფრიად საყურადღებო და სანდო ცნობებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, მისი მოღვაწეობის სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია. ჯუანშერის თხზულებიდან სრულიად აშკარად ჩანს ვ. I-ის პოლიტ. კურსის ძირითადი მიმართულება: ქვეყნის კონსოლიდაცია და დამოუკიდებლობის აღდგენა. ვ. I-ის მეფობის დასაწყისში ქართლის სამეფო მძიმე მდგომარეობაში იყო: ქვეყანა ირანის ვასალურ სახელმწიფოდ იყო ქცეული; ბიზანტიის მიერ ანექსირებული იყო სამხრ.-დას. პროვინციები და აგრეთვე ჩრდ.-დას. ეგრისის დიდი ნაწილი ციხე-გოჯამდე; ქართლს ოსები და ჰუნები შემოესივნენ და დაარბიეს. ვიდრე ვ. I მთავარი ამოცანის – ირანისაგან განთავისუფლების განხორ-ციელებას შეუდგებოდა, საჭირო იყო ძალთა მოკრება და ზურგის გამაგრება, ე. ი. პირველ რიგში ჩრდ. კავკ. მომთაბარეების – ოსებისა და ჰუნების დამორჩილება. ეს მძიმე პრობლემა ვ. I-მა ბრწყინვალედ გადაჭრა – ილაშქრა ჩრდ. კავკასიაში და დარიალი და სხვა ციხესიმაგრეები კვლავ დაიბრუნა, “დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაყნი” (ჰუნები). ამის შემდეგ ჩრდ. კავკასიაზე გავლით კლუხორის უღელტეხილით იგი ეგრისში გადავიდა, გაათავისუფლა ბიზანტიელებისაგან ანექსირებული ეგრისის ტერიტორია და ეგრისი მთლიანად ქართლს შეუერთა. მასვე შეუერთა ბიზანტიელებისაგან მიტაცებული ქართლის სამხრ.-დას. პროვინციებიც. ვ. I-ის აქტ. პოლიტ. აქციები ქართლის აღმ. პროვინციებსაც შეეხო: უშუალოდ შემოიერთა მანამდე ქართლის სამეფოსთან ვასალურ ურთიერთობაში მყოფი ჰერეთის პროვინცია და აქ ცალკე საერისთავო შექმნა. ასევე შემოიერთა დღევანდელი დაღესტნის სამხრ.-დას. მთიანი პროვინციაც – წუქეთი (მდ. სამურის სათავეები). ამრიგად, ვ. I-მა დას. და აღმ. საქართველო ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, მთელი ეს ტერიტ. ადმინისტრაციულად მოაწესრიგა და, შეიძლება ითქვას, პირველმა ქართვ. მეფეთა შორის, მთელი კავკასია თავის პოლიტ. თვალსაწიერში მოაქცია. ეს დიდი ეროვნ.-პოლიტ. პროცესი განპირობებული იყო იმდროინდელი საქართველოს სამეურნეო-ეკონ. აღმავლობით, რ-საც ვ. I აქტიურად უწყობდა ხელს ახ. ქალაქებისა თუ ციხესიმაგრეთა მშენებლობით (უჯარმა, ჭერემი, არტანუჯი და სხვ.). ქვეყნის კონსოლიდაციისაკენ მიმართულ მის საშინაო პოლიტიკაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობას. ვ. I-მა არა მხოლოდ პოლიტიკურად საბოლოოდ დაიმორჩილა აღმ. საქართველოს მთიანეთი, არამედ მთისა და ბარის მოწესრიგებულ სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობაზეც ზრუნავდა, რასაც იმდროინდელი ნუმიზმატიკური მასალაც მოწმობს. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობათა გაცხოველებას და საბოლოო ჯამში – ქვეყნის კონსოლიდაციას. დიდი ეროვნ.-პოლიტ. და ეკონ. აღმავლობის პროცესის მანიშნებელია და მისივე შედეგია ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ვ. I-ის ინიციატივით ქვეყნის ცენტრი მცხეთიდან თბი-ლისში გადმოიტანეს. ამ სახელმწიფოებრივი აქციის უდიდესი მნიშვნელობა და ისტ. აუცილებლობა საქართვ. მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა. ამითვე საფუძველი ჩაეყარა თბილ. ამიერკავკ. უმნიშვნელოვანეს ეკონ. და პოლიტ. ცენტრად გადაქცევის პროცესს. ქვეყნის გაერთიანების საქმეს ემსახურებოდა ვ. I-ის ეროვნ.-კულტ. მოღვაწეობაც. მან ქართ. ეკლესიაც ამ მიზნებს დაუქვემდებარა. თავისი პოლიტ. მოწინააღმდეგე “დიოფიზიტიზ-მის ბურჯი” ეპისკოპოსი მიქაელი ქართლიდან გააძევა, იმპ. ზენონის ე. წ. “ჰენოტიკონის” შემრიგებლური საეკლ. პოლიტ. ნიადაგზე ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა, სათავეში თავისივე ამორჩეული კათოლიკოსი დაადგინა, ხოლო მთელი ქვეყანა საეპისკოპოსოებად დაყო და ეპისკოპოსები კათოლიკოსს დაუმორჩილა. ქართლის მეფის ინიციატივით შექმნილი საეკლ. წესწყო-ბილება მასვე სჭირდებოდა, როგორც იდეოლოგიური და პოლიტ. იარაღი სამეფოს კონსოლიდაციისათვის. რამდენადაც აღმ. საქართვ. ეკლესია ქართულენოვანი იყო, ამდენად ქართ. კულტურა და ქართ. ენა ამიერიდან კიდევ უფრო ინტენსიურად ვრცელდებოდა როგორც ჩრდ. კავკასიაში (დვალეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, წუქეთი), ისე აღმ-ითა (ჰერეთი, კამბეჩანი) და დას-ით (ეგრისი, სადაც ამ დროისათვის ბერძნ. ეკლესიის დიდი გავლენა იგრძნობოდა). ვ. I-ის ამ კულტ. მოღვაწეობის შედეგია ეკლესია-მონასტრების მშენებლობა (სვეტიცხოვლის ბაზილიკა, ბოლნისის ბაზილიკა, არტანუჯის, ახიზის, უჯარმის, ჩელეთის ეკლესიები). მის დროსვე ჩამოყალიბდა ღვთისმსახურების გარკვეული წესი და ითარგმნა ადრებიზანტ. ე. წ. იერუსალიმური პერიოდის ლიტურ-გიკული თხზულებანი. შემთხვევითი არ არის, რომ მის დროს შეიქმნა ქართ. ჰაგიოგრაფიის ისეთი ბრწყინვალე ძეგლი, როგორიცაა “წამებაQ წმიდისა შუშანიკისი”. ვ. I-ის, როგორც ტიპური ადრეფეოდ. მონარქის, შიდა სოც. პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ე. წ. თავისუფალ მეთემეთა ჯერ კიდევ არსებულ ფართო ფენებზე დაყრდნობით ცენტრალისტური პოლიტიკის შეგუება მზარდი ფეოდ. ფენის სეპარატისტულ ტენდენციებთან. საგარეო პოლიტიკაში ვ. I-ის ძირითადი მიზანი იყო სამეფოსათვის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება, რისთვისაც მისი თანადროული საგარეო პოლიტ. ვითარების გათვალისწინებით, იგი ცდილობდა რთული დიპლ. ურთიერთობის საშუალებით ბიზანტ. და ირან. იმპერიების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მეზობელ სახ-ელმწიფოებთან (ალბანეთი, სომხეთი) ირანის საწინააღმდეგო სამხ. კოალიციის შექმნას. 482 მისი თაოსნობით დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ქართვ. და სომეხი ფეოდალების ღალატის გამო ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. ვ. I, როგორც დიდი სახელმწ. მოღვაწე, ამავე დროს ტრაგიკული პიროვნება იყო. იმდროინდელი ისტ. აუცილებლობის შედეგად, საგარეო და შიდა სოც. და პოლიტ. ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა და ვ. I-ის პროგრ. ეროვნ.-პოლიტ. მიზნების განხორციელება შეუძლებელი შეიქნა. სიმბოლურია მისი სიკვდილიც: იგი შიდა ოპოზიციისა და გარეპოლიტ. ძალის ერთობლივი კავშირის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ვახტანგ გორგასალი ხატმწერი ილია II.png


მემატიანეთა გადმოცემით, “იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა”, “გოლიათ და განთქმულ ყოველსა ქუეყანასა”. მისი აბჯარი და ტანისამოსი XII ს-ში ჯერ კიდევ შემონახული ყოფილა ისევე, როგორც გამოსახულია საფლავის ქვაზე “სწორი ჰასაკითა (სიმაღლე) მისისაQ”. ვ. I დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. მიუხედავად მარცხისა, ვ. I-მა დიდ ეროვნ. წამოწყებას – ერთიანი, კონსოლიდირებული ეროვნ. სახელმწიფოს შექმნას იმდენად მკვიდრი საფუძველი დაუდო, რომ შემდგომ საუკუნეებშიც, მიუხედავად ხანგრძლივი საგარეო გართულებებისა (ირანის ექსპანსია VI ს., არაბობა VII ს. შუა წლებიდან ეს პროცესი (და-მყარებული ახალგაზრდა ფეოდ. ქვეყნის ეკონ. აღმავლობაზე) ფაქტობრივად აღარ შეწყვეტილა, ვიდრე X ს. II ნახ-სა და XI ს. დასაწყისში არ წარმოიქმნა ფეოდ.-ეროვნ. ერთიანი მონარქია “საქართველო”. ფეოდ. ხანის ეროვნ. ისტორიოგრაფია ვ. I-ს დავით აღმაშენებლის გვერდით აყენებდა, როდესაც ქართ. ეროვნ. დროშას “დავითიანის” და “გორგასლიანის” ეპითეტით ამკობდა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვ. I წმინდანად შერაცხა. წმინდა დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა 30. XI. (13. XII). წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ.: ანჩაბაძე გ., ჯუანშერი და მისი “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, «მაცნე», 1987, #4; გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991; კაკაბაძე ს., ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959; ლომოური ნ., საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში, თბ., 1989; ლორთქიფანიძე მ., ქართლი V ს. მეორე ნახევარში, თბ., 1979; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1, თბ., 1977; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); Очерки истории Грузии, II, Тб., 1988. დ. მუსხელიშვილი.