ვახტანგ I გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ I გურიელი, გურიის მთავარი 1583–87. გამთავრებამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რ-მაც დაამარცხა გიორგი II გურიელი. ვ. I გ-ის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები – თამარი და ქაიხოსრო. (იხ. ქაიხოსრო I გურიელი). ქ. ჩხატარაიშვილი.