ვახუშტის მწვერვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახუშტის მწვერვალი.png


ვახუშტის მწვერვალი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, მდ. ენგურის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 4000 . აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები – ალპ. მდელოებით. პირველი ასვლა 1933 მოაწყო ალპ. ჯგუფმა (ხელმძღვ. ა. გვალია), რ-მაც მწვერვალს ვახუშტი ბატონიშვილის პატივსაცემად ვ. . უწოდა. გ. დევდარიანი.