ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული, კარსტული უფსკრული გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ბერჭილის ქედზე (არაბიკის მასივის განშტოება), გელგელუკის ტროგული ხეობის მარჯვ. ფერდობზე, ზ. დ. 2145 სიმაღლეზე. გამომუშავებულია სქელშრეებიან ქვედაცარცულ კირქვებში. ჯამური სიღრმე 250 , სიგრძე 413 , მოცულობა 4400 მ3. ვ. ბ. უ. ციკლგავლილი მშრა-ლი მღვიმეა. გავრცელების მთელ არეალში კასკადური ჭები მორიგეობს მეანდრირებულ დერეფნებთან. აღსანიშნავია დარბაზები: “თოვლიანი”, “ქვათაცვენის”, “მარგალიტების” და სხვ. ქიმ. ნალექებიდან გვხვდება ოოლითებისა და პიზოლითების მდიდარი ბუდეები; მღვიმის ჩასასვლელში თოვლის, ფირნისა და გლეტჩერული ყინულების გროვებია (საერთო მოცულობა 1300 მ3), მღვიმის ჰაერის ტემპ-რა 1,8–2,20C, შეფარდებითი ტენიანობა – 97–99%. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მიერ 1961 (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი). ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.