ვედეკინდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰ. ვედეკინდი.png


ვედეკინდი (Wedekind) ჰერმან (18. XI. 1910, კოესფელდი, გფრ, – 16. I. 1998, ზაარბრიუკენი), გერმანელი კულტურის მოღვაწე, რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი; ქართ. კულტურის პროპაგანდისტი და მოამაგე გერმანიაში. 1946 იყო ბონის საოპერო თეატრის მთ. რეჟისორი და სამსახიობო სკოლის ხელმძღვანელი, 1951 მიუნსტერის საქალაქო თეატრის დირექტორი. ქ. ზაარბრიუკენის სახ. თეატრის გენ. დირექტორად მუშაობის დროს (1972–76) მჭიდრო კავშირი დაამყარა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრთან, რაც შემდეგ აქტიურ კულტ. ურთიერთობაში გადაიზარდა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის. ამ პერიოდში ზაარბრიუკენის თეატრის სცენაზე დაიდგა ზ. ფალიაშვილის “დაისი”, “აბესალომ და ეთერი”, ო. თაქთაქიშვილის “მინდია”, აგრეთვე დრამ. სპექტაკლები: დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”, რ. ებრალიძის “თანამედროვე ტრაგედია” და სხვ. 1973–83 ვ-მა საქართვ. თეატრებში დადგა ათი საოპერო და დრამ. სპექტაკლი: რ. ვაგნერის “ლოენგრინი” და “მფრინავი ჰოლანდიელი”, ვ. მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტა”, შ. გუნოს “ფაუსტი”, ა. გრიფიუსის “ქეთევან ქართველი”, ფ. შილერის “ვერაგობა და სიყვარული”, ვ. ბორხერტის “გარეთ, კარის წინ”, ფ. დიურენმატის “ფიზიკოსები”. ვ-მა თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილ. და ზაარბრიუკენის დაძმობილებაში. მან თავდაპირველად კირფ-ბაირენში, შემდეგ კი ვედერნში დააარსა “ქართული მუზეუმი” და რუსთაველის საზ-ბა. მიღებული აქვს როგორც გერმანიის, ისე საქართვ. სახელმწ. ჯილდოები. 1990 საქართველოში აღინიშნა ვ-ის დაბადების 80 წლისთავი. 1995 აირჩიეს თბილისის, ხოლო 1996 – ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.