ვედრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვედრი (შევედრება-მინდობა, რწმუნება, მიბარება), შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძვ. ქართ. სამართალში. დაახლოებით ამასვე ნიშნავდა და ვ-თან ერთად იხმარებოდა “ნამარხევი” (დამარხვა, ე. ი. შენახვა). ვ-ად შეიძლებოდა დადებულიყო ყოველგვარი მოძრავი თუ უძრავი ქონება, ფული, ყმა-მამული, წერილობითი საბუთი. XIII ს-ში გაჩნდა არაბულიდან შემოსული ტერმინი – “ამანათიც”, მაგრამ ვ. და “შევედრება” კიდევ დიდხანს (XVII ს.) გვხვდება, მეტადრე ლიტ-რაში. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984. დ. ფურცელაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვედრი&oldid=9418-დან“