ვეზან ხორნაბუჯელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზან ხორნაბუჯელი, ხორნაბუჯის (კამბეჩოვანის) ერისთავი VI ს-ში. ვ. ხ-ის ერისთავობა ემთხვევა ქართლში ირანელების ბატონობის პერიოდს; იგი შაჰის ირანელი მოხელე იყო; კამბე-ჩოვანში ერისთავად დანიშნა სასანური ირანის ცნობილმა მხედართმთავარმა, აზერბაიჯანის მარზპანმა, ბაჰრამ-ბარ-ბაჰრამ გუშნასპმა (ჩუბინად წოდებული). დაახლ. VI ს. 70-იან წლებში, ირანელთა ბატონობით უკმაყოფილო ჰერები, რ-თაც ასამ და ვარაზვარდ ბაგრატიონები მეთაურობდნენ, აჯანყდნენ და ვ. ხ. მოკლეს. წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955. ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970. თ. პაპუაშვილი.