ვეზირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზირი, ვაზირი (არაბ. ვაზირუნ – ვეზირი, მინისტრი), ცენტრალური სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი უწყების (სამხ., საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვ.) ხელმძღვანელი გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოში. სულ ექვსი ვ. იყო: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო “ვაზირთა უპირველესი” – სავეზიროს თავ-რე, პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფდნენ “სამთა ვაზირთა” (ათა-ბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და “ორთა ვაზირთა” (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. დიდი დარბაზობის, ვაზირობისა და პურობის დროს პირველი ჯგუფი მე-ორესთან შედარებით უპირატესობით სარგებლობდა. ვ-თა ინ-ტის არსებობა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში (იხ. “ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ”). XVI ს-იდან ტერმინი ვ. ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. ვ. ეწოდება მმართველობის ცენტრ. აპარატის ყველა მოხელეს. ამასთან, საქართვ. სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვ-ისა, რ-იც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII–XVIII სს. მიჯნაზე ვ., ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელე იყო ქართლის სამეფო კარზე. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვ-ის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და ბოლოს სულ მოისპო. ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; მისივე, სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952; ჯავახიშვილი ივ., ქართული სა-მართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6). ი. სურგულაძე.