ვეზირიშვილი დიმიტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზირიშვილი დიმიტრი გიორგის ძე [15(27). V. 1825, სოფ. ოსიაური, ყოფ. გორის მაზრა, – 18. IV. 1898, თბილისი], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1875). მსახურობდა ქართველ გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1868 მიიღო გენ.-მ. ჩინი. დაკრძალულია სოფ. ოსიაურში, საგვარეულო აკლდამაში. მ. გოგიტიძე.