ვეზირიშვილი ოთარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზირიშვილი ოთარ შალვას ძე (დ. 5. X. 1938, თბილისი), ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1987), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1989). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1975-იდან ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნ-ტში ენერგეტიკის ფაკ-ტზე. არის საქართვ. ენერგეტიკის აკად. ნამდვ. წევრი; ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევრ. აკად. საქართვ. ფილიალს. ვ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ენერგოდამზოგი პროგრ. ტექნოლოგიების დამუშავება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისათვის დანადგარების შექმნა და ეკოლ. სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა. გამოქვეყნებული აქვს 18 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო. აქვს 7 გამოგონება. 1974 ვ-მა ვ. გომელაურთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი თბური ტუმბო, რ-იც დაინერგა სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში. არის სტუ-ის თბოენერგეტიკული დანადგარების სასწ.-სამეცნ. მიმართულების ხელმძღვანელი. თხზ.: ენერგოეფექტურობის მენეჯმენტი ენერგეტიკაში, თბ., 2008.