ვეზური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეზური, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჯეჯორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1680 , ონიდან 30 კმ. 10 მცხ. (1989). ვ. საკურორტო ადგილია. იცის რბილი, თოვლიანი ზამთარი და ზომიერად თბილი ზაფხული. დაფარულია შერეული ტყით. ვ-ის ტერიტორიაზე გამოვლენილია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერ. წყალი; საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას. მინერალიზაცია შეადგენს 1,5–2,0 გ/ლ. იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონ. დაავადებების სამკურ-ნალოდ. გ. უშვერიძე.