ვეიდენბაუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეიდენბაუმი ევგენი გუსტავის ძე (9. XI. 1845, პეტერბურგი, – 15. I. 1918, თბილისი), კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი, რედაქტორი. დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა კანდიდატის ხარისხით (1871). მსახურობდა ნიკოლაევში და ოდესაში. 1877-იდან ცხოვრობდა საქართველოში. მუ-შაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1877 სექტ-იდან კავკ. მთიელთა სამმართველოში ასრულებდა განყ-ბის უფროსის მოვალეობას. 1881 დაინიშნა კავკ. სამხ.-სახ. სამმართველოს, ხოლო 1883 მთავარმართებლის სამხ.-სახ. სამმართველოს კანცელარიის განყ-ბის უფროსად. 1906 აპრილიდან იყო კავკ. მეფისნაცვლის საბჭოს წევრი. 1916 მაისში ავადმყოფობის გამო გადადგა სამსახურიდან. 1917 იანვრიდან გარდაცვალებამდე განაგებდა კავკ. მუზეუმის ბ-კას. 1881 ვ-მა დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა კავკ. ისტ. და არქეოლ. მოყვარულთა საზ-ბა. იმავე წელს მონაწილეობდა თბილისში მოწვეულ V არქეოლ. ყრილობის მუშაობაში, იყო მოსკოვის არქეოლ. საზ-ბის (შეიქმნა 1901) კავკასიის განყ-ბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1904 დაინიშნა კავკ. არქეოლ. კომისიის თავ-რედ. ვ-ის ნაშრომებში განხილულია კავკ. ხალხების ისტ., ეთნოგრ., გეოგრ., კულტ. და ა. შ. საკითხები. მას წვლილი მიუძღვის საქართვ. ისტ. შესწავლაში. გამოაქვეყნა შრომები რუსეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობის შესახებ. სწავლობდა ქართ. პრესის ისტ. საკითხებს. თარგმნა უცხ. წყაროები საქართველოს შესახებ. იკვლევდა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვ. ცხოვრება-მოღვაწეობას. ვ-ის არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში. თხზ.: პატარ-პატარა ამბები წარსულიდან. ჩხუბი ქალების აბანოში; როგორ ფასობდა ტფილისში ყმა დედაკაცი და სხვ. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1902, 24 დეკ., #276; აფხაზეთის ისტორიიდან. სიმაგრე სოუკ-სუს ალყა. ისტორიული ამბავი. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 26 თებ., #45; გრაფი ქუთაისოვი და გლეხი ქუთაისოვი, თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 18 ივლ., #152; Кавказские амазонки (Материалы для древней этнографии Кавказа), «Знание», 1872, №9–10; Кавказские этюды. Исследования и заметки, Тфл., 1901. ლიტ.: გაბედავა ბ., ჟორდანია ო., ევგენი ვეიდენბაუმი და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2001; Барнавели Э. Г., Документальное наследие Е. Г. Вейденбаума, «Археографический ежегодник за 1978 год», М., 1979; Меликсет-Беков Л. М., Е. Г. Вейденбаум как кавказовед, «Известия Кавказского музея», 1919, т. 12. ო. ჟორდანია.