ვეკუა ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ. ვეკუა.png


ვეკუა ნიკოლოზ პეტრეს ძე [28. VII(10. VIII). 1913, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 11. IV. 1993, თბილისი], მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადე-მიკოსი (1960; წ.-კორ. 1955). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ (1937). 1948–51 იყო თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის დეკანი, თეორ. მექან. კათედრის გამგე (1961-იდან), 1976-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დირექტორი, ამავე ინ-ტის მათ.-ფიზ. განტოლებათა განყ-ბის გამგე (1957-იდან). ვ-ს ძირითადი შრომები ეხება კომპლ. ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებსა და მათ გამოყენებას მათ. ფიზიკაში, მცირეპარა-მეტრიან დიფერენც. და ინტეგრალურ-დიფერენციალურ განტოლებებსა და თეორ. მექანიკის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები რამდენიმე უცნობი ფუნქციისათვის ჰილბერტის წყვეტილკოეფიციენტებიანი ამოცანისა და წყვეტილკოეფიციენტებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების შესახებ. ვ-მ დაადგინა, რომ არსებობს კავშირი “მცირეპარამეტრებიან ამოცანებსა” და დინამ. სისტემების ამონახსნთა ლიაპუნოვის მიხედვით მდგრადობას შორის. ვ-ს შრომები თარგმნილია ინგლისურ, ჩინურ და რუმინულ ენებზე. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1975) და სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: თეორიული მექანიკა, გამოც. მე-3, ნაწ. 1–2, თბ., 1970; დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის ზოგიერთი საკითხი და მათი გამოყენება მექანიკაში, თბ., 1983; Системы сингулярных интегральных уравнений и некоторые граничные задачи, 2 изд., М., 1970. ლიტ.: ებანოიძე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981; ნიკოლოზ ვეკუა. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ი. დუდუჩავა, ც. კვაჭაძე, თბ., 1988.