ველიამინოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველიამინოვი ალექსი ალექსანდრეს ძე (1785–27.III.1838), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, 1816–27 იყო კავკ. ჯარების შტაბის უფროსი და საქართვ. სამოქალაქო გუბერნა-ტორი. იმერეთის აჯანყების 1819–20 დროს, მთავარმართებელ ა. ერმოლოვის დავალებით, ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას, იმერეთში სერიოზული სამხ. ძალა გააგზავნა, თუმცა შემდეგ შეეცადა დაპირებებით დაეცხრო მოძრაობა, თბილისიდან პროკლამაციით მიმართა იმერეთის მოსახლეობას და დაპირდა, რომ აღარ განახორციელებ-და საეკლ. რეფორმას, უკან გაიწვევდა საყოველთაოდ საძულველ ეგზარქოს თეოფილაქტეს. შედეგად აჯანყება დროებით დაცხრა. რუსებმა განსაკუთრებით დაარბიეს რაჭა, ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს სოფლები, დაანგრიეს ციხესიმაგრეები. რაჭის შემდეგ გენ. ვ. გურიაში გაემართა. 24 ივლისს სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ შემოქმედის ციხე აიღო. 1831-იდან იყო კავკ. ხაზის ჯარების სარდალი და კავკ. ოლქის უფროსი, 1831–38 ხელმძღვანელობდა კავკ. მთიელების წინააღმდეგ მიმართულ ექსპედიციებს.