ველის არწივი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის არწივი.png


ველის არწივი (Aquila rapax), დიდი ზომის ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სიგრძე – 80 სმ, მასა – 4 კგ. აქვს ერთფეროვანი მურა ბუმბული. გავრცელებულია სამხრ.-აღმ. ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენის ან მომთაბარეობისას (ნომადობისას). ბინადრობს ველისა და უდაბნოს ღია ლანდშაფტებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, აპრილში დებს 2–3 კვერცხს. იკვებება, ძირითადად, მღრღნელებით. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. რ. ჟორდანია.