ველის გველგესლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის გველგესლა.png


ველის გველგესლა (Vipera ursini), შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. მორუხო-მურა ფერის ზურგზე კლაკნილი ზოლი გასდევს. აქვს უზარმაზარი არეალი. საქართველოში ძირითადად გვხვდება აღმ. ნაწილის მთიანეთში. ბინადრობს სუბალპ. და ალპ. მდელოებზე, ტყისპირებზე, ქვაღორღიან ადგილებში, ბალახში. ვრცელდება ზღვის დონიდან თითქმის 3000 -მდე სიმაღლეზე. სეზონის მიხედვით ხან დღისით არის აქტიური, ხან ბინდისას. იკვებება ძირითადად მწერებით (კალიასნაირებით), აგრეთვე წვრილი ხერხემლიანებით. ცოცხლადმშობია. ნაშიერები (17-მდე) იბადებიან აგვისტო-სექტემბერში. ვ. გ-ს ნაკბენისგან ადამიანის სასიკვდილოდ მოშხამვის შემთხვევები ცნობილი არ არის. თ. მუსხელიშვილი.