ველმანსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველმანსი (Velmans) ტანია (დ. 6. I. 1931, სოფია), ფრანგი მეცნიერი, ბიზანტიური, ქართული და სომხური ხელოვნების ისტორიკოსი. მეცნ. დოქტორი. კვლევათა ხელმძღვ. სამეცნ. კვლევა-ძიებათა ეროვნ. ცენტრში (CNRS), ხელოვნ. ისტორიისადმი მიძღვნილი პერიოდული კრებულის – “არქეოლოგიური რვეულების” („Cahiers Archéologiques“) – დირექტორი, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე სამეცნ. ინ-ტისა და საზ-ბის, სამეცნ. რედაქციების წევრი. მისი კვლევის საგანია ფერწერა. სადოქტორო დისერტაცია მიუძღვნა შუა საუკუნეების დასასრულის ბიზანტ. მხატვრობას. აქვს ნაშრომები ხელნაწერთა მორთულობის შესახებ. არის ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმებისა და სხვა საერ-თაშ. სამეცნ. ყრილობათა მონაწილე, წაიკითხა მოხსენებები: II სიმპოზიუმზე (1977) – “ვედრების სცენა ქართ. კედლის მხატვრობაში”, III სიმპოზიუმზე (1980) – “დაკვირვებანი იერუსალიმში შესვლის იკონოგრაფიაზე სვანეთის ეკლესიებში”; IV სიმპოზიუმზე (1983) – “ზენობნის ეკლესიის ფრესკები და წმ. ევსტათის ხილვის თემა საქართველოში”. ავტორია რამ-დენიმე წიგნისა და სამეცნ. პერიოდიკაში გამოქვეყნებული მრავალი ათეული სპეც. ნარკვევისა, მ. შ. წერილებისა ქართ. ფრესკების, ცალკეული ძეგლების, მათთან დაკავშირებული პრობლემების, უმეტესად, იკონოგრაფიის საკითხების შესახებ [მაგ., “არქეოლოგიურ რვეულებში” დაბეჭდილი წერილები: “ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკები”, “მოციქულთა ზიარე-ბის უნიკალური გამოსახულება” (XXVII, 1978), “ვედრების გამოსახულება საქართველოს ეკლესიებსა და ბიზანტიური სამყაროს სხვა რეგიონებში” (XXIX, 1981), “წალენჯიხის ეკლესიის საკურთხევლის დეკორი” (XXXVI, 1988)]. თხზ.:  : Une image paléochrétienne rare au baptistère de Pitzunda: «Actas del VIII Congresso internacional de Arqueologia cristiana», Barcelona, 1972; Icones médiévales de Géorgie: «Archéologie», Juillet, 1982; Observations sur la peinture murale en Géorgie au début du XIII-e siècle: «Actes du colloque de Halle», 1989; Une icone du Musée de Mestia et le thème des Quarantes Martyrs en Géorgie: «Zograf», № 14, Belgrade, 1989; Le Miroir de l’invisible. Paintures at architectures en Géorgie (avec une contribution sur l’architecture de Adriano Alpago Novello), Paris, 1996. ვ. ბერიძე.