ველოსპორტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ველოტრეკი.png

ველოსპორტი, სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ველოსიპედით რბოლას (გზატკეცილზე, დასერილ მიდამოზე, ტრეკზე), ფიგურულ რბოლას და ველობურთს. მთიდან დაშვება ცალკე დისციპლინაა 1970-იდან, ოლიმპიური დისციპლინა – 1996-იდან. პირველი საველოსიპედო ასპარეზობა მოეწყო 1869 საფრანგეთში (რბოლა პარიზი – რუანი, მანძილი 120 კმ) ხის ველოსიპედებით. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტრეკზე ჩატარდა 1863 ჩიკაგოში, გზატკეცილზე – 1921 კოპენჰაგენში. ვ. ოლიმპიური სახეობა გახდა კაცებში 1896, ქალებში – 1984. 1900 წ. პარიზში შეიქმნა ვე-ლოსიპედისტთა საერთაშ. კავშირი, რ-იც დღეისათვის აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის ეროვნ. ფედერაციებს. 1965 კავშირში შეიქმნა ორი კომიტეტი: პროფესიონალებისათვის და მოყვარულ-თათვის. პროფესიონალთათვის შეჯიბრება “ტურ დე ფრანსი” იმართება 1903-იდან, მოყვარულთათვის მსოფლიო ველოშეჯიბრება – 1948-იდან. ვ-ში მონაწილეები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად: საბავშვო, ახალგაზრდული და მოზრდილთა. საქართველოში, კერძოდ თბილისში, ვ-ის განვითარება XIX ს. ბოლოს და XX ს. დამდეგს დაიწყო. თბილ. პირველი ველოტრეკი აიგო 1892, ახლანდ. უზნაძის ქუჩის მიმ-დებარე ტერიტორიაზე. მისი აშენების ერთ-ერთი ინიციატორი და დამფინანსებელი იყო ვ. ჯორჯაძე, რ-მაც გაიმარჯვა პირველ შეჯიბრებაში. საქართველოში ვ-მა ფართო აღიარება მოიპოვა XX ს. 20-იანი წლებიდან. ამაღლდა ველოსიპედისტთა დაოსტატების დონე, შეივსო სპორტის ოსტატთა რიგები, გაუმჯობესდა რეკორდები. 1972-იდან თბილ. ახ. ველოტრეკზე (ცენტრალური ველოდრომი) ყოველწლიურად ტარდებოდა საერთაშ. შეჯიბრებები საქართვ. ტელევიზიის პრიზზე. დამყარდა რესპ., საკავშირო, მსოფლიო რეკორდები. მოქმედებდა ბავშვთა და ოლიმპიური რეზერვების სპეც. სკოლა, რ-საც ხელმძღვანელობდა მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი, სსრკ მრავალგზის ჩემპიონი ო. ფხაკაძე. საკავშ. შეჯიბრებებში თბილისელთაგან პირველი ჩემპიონი გახდა გ. ლეჟავა (ოთხგზის), შემდგომში სსრკ ჩემპიონები იყვნენ ო. დათუნაშვილი, ვ. ძებნიაური, ა. ხაბურზანია, ო. პროკოპენკო, ი. კავსაძე, ი. ვოლკოვი, ვ. პოპოვი, გ. ტრავკინი, პ. ჩევარდოვი.

ველოსპორტი პირველი ველოტრეკი საქართველოში.png