ველტყევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველტყევი, კვეშლევი, მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე, მდინარეების ჯრუჭულისა (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) და კრიხულის (რიონის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფ მონაკვეთზე. სიმაღლე ზ. დ. 1927 . აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით. ვ-ის სამხრ.-აღმ. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. ყველაზე დამრეცია ჩრდ.-დას. კალთა, რ-საც ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. ვ-ის ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპ. ბუჩქნარითა და მდელოებით, ქვედა – სოჭისა და წიფლის ტყეებით. ს. ნემანიშვილი.