ვენაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ. ვენაძე.png

ვენაძე (ნამდვ. გვარი – ინაშვილი) გრიგოლ იობის ძე [25. I(6. II). 1896, თბილისი, – 22. VII. 1968, იქვე], მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახ. არტისტი (1943). ა. ინაშვილის ძმა. 1924 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ე. რიადნოვის კლასი). 1925–41 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ძლიერი ხმისა და საერთო მუს. კულ-ტურის მეშვეობით მან საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართ. საოპერო სცენაზე. ვ-ის საუკეთესო პარტიებია: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”); აბდულ-არაბი (დ. არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”); გოჩა (მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”); ზაქროს მამა (ა. ანდრიაშვილის “კაკო ყაჩაღი”); ონეგინი და ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”, “პიკის ქალი”); ჟერმონი (ჯ. ვერდის “ტრავიატა”) და სხვ. წლების განმავლობაში იყო საქართვ. ფილარმონიის, ხოლო შემდგომ სახელმწ. ცირკის დირექტორი.