ვერეშჩაგინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერეშჩაგინი ვასილ ვასილის ძე [14 (26). X. 1842, ჩერეპოვეცი, ნოვგოროდის გუბ., _ 31. III (13. IV). 1904, პორტ-არტური], რუსი ფერმწერი, ბატალისტი. სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1860_63), აგრეთვე პარიზში (1864_65) ჟ. ლ. ჟერომის ხელმძღვანელობით. ბევრს მოგზაურობდა რუს. სხვადასხვა მხარეში, დას. ევრ. ქვეყნებში, სირიაში, პალესტინაში, ინდოეთში, იაპონიასა და აშშ-ში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კავკასიაში იყო და ერთ ხანს ხატვას ასწავლიდა თბილ. ერთ-ერთ ქალთა სასწავლებელში. აქ მხატვარმა შე-ქმნა კავკ. ტიპების პორტრეტები, რ-თაც უფრო ეთნოგრ. მნიშვნელობა აქვთ. ვ-ის მიერ თბილისური ცხოვრების ამსახველი ჩანახატები (სამი ალბომი) გამოირჩევა მხატვრული ოსტატობითა და გემოვნებით. მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებული იყო თბილისში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებზე.