ვერე, ვერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერე ლურჯი მონასტერი.png


ვერე, ვერა, თბილისის უბანი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა მხარეს. პირველად სიტყვა “ვერე” “ვერისხევის” სახელად XIII ს-იდან გვხვდება. მდ. ვერის ქვემოწელზე, მტკვრის შესართავთან, XVIII ს. წერილობით წყაროებში იხსენიება სოფ. ვ. (ვერა). როდის გაჩნდა აქ ამ სახელწოდების სოფელი ან ზუსტად სად მდებარეობდა იგი, ცნობილი არაა. XVI ს-ში მეფე სიმონ I-ის მიერ გაცემულ სიგელში გვხვდება “ვერისხევის” ტარუღა. ვ. საგაბაშვილო მამული იყო. ვ-ის ადრინდ. სახელია “სკვირეთი, სკორეთი”. ვ-ის ხეობას თავისი არსებობის განმავლობაში არასოდეს დაუკარგავს სტრატეგიული მნიშვნელობა. ვ-ზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი სავაჭრო-საქარავნო გზა. XVIII ს-ში მას იცავდა საგანგებო რაზმი, ე. წ. “ვერის ხევის ყარაული”. ვ. შემოიფარგლებოდა აღმოსავლეთიდან – გაბაანთ ხევით (ახლანდ. მ. ჯავახიშვილისა და ე. გაბაშვილის ქუჩებით), ჩრდილოეთიდან – საბურთალოთი, დასავლეთიდან – ვარა-ზისხევით, ხოლო სამხრეთიდან – ე. წ. “სემიონოვკის დასახლებით” (ახლანდ. ზემო ვ-ით). XVIII ს-ში შედგენილი ერთი დოკუმენტის (“ქალაქის მოურავის სარგო”) მიხედვით, ქალაქის მოურავს თავისი წილი ვ-ის ბაღებიდანაც ერგებოდა, XIX ს-ში აქ ახ. უბნები გაჩნდა – ვარდისუბანი, ვაკე. ვ-ის ინტენს. განაშენიანება XIX ს. 80-იან წლებში დაიწყო და საუკუნის ბოლოს ქალაქურმა საცხოვრებელმა სახლებმა ვაკის საზღვარს (ვარაზისხევს) მიაღწია. ვ-ის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან დღესაც დგას XIII ს. ძეგლი – ლურჯი მონასტერი, რ-ის გვერდით მდებარეობს XX ს. დასაწყისში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977. თ. ბერიძე.